GSPSA

თბილისის მერია ბრიჯიტ ბარდოს პასუხობს

16 დეკემბერი 2011

თბილისის მერია ცნობილი მსახიობისა და ცხოველთა დამცველის  ბრიჯიტ ბარდოს  მიერ თბილისის მერისადმი მიწერილ ღია წერილს ეხმაურება და თბილისში ცხოველებისადმი მოპყრობის თვალსაზრისით მიმდინარე რეფორმებს აცნობს.
როგორც მერიის საპასუხო განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ ქუჩის ცხოველებზე კონტროლის მიზნით რეფორმა გაატარა.
“ვეხმაურებით რა  მსახიობის და მომღერლის  ბრიჯიტ ბარდოს  მიერ გამოგზავნილ  ღია წერილს ბატონი გიგი უგულავას სახელზე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ დაწყებულია თავშესაფრის მშენებლობა, სადაც მოხდება  უსახლკარო ჯანმრთელი ცხოველების მოვლა-დაბინავება. შეძენილ იქნა ახალი  თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა  და სატრანსპორტო საშუალება რათა მოხდეს  ცხოველის ტრანსპრტირება თავშესაფრამდე  ხდება სპეციალური მეთოდით გამოკვლევა რამდენად საშიშია იგი საზოგადოებისთვის,  უარყოფითი პასუხის  შემთხვევაში ხდება ცხოველის  ცივილური მეთოდით დაძინება, ამასთან გვინდა ავღნიშნოთ რომ მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა სამომავლოდ, ერთობლივად მოხდეს და დაინერგოს ჰუმანური, საზოგადოებისთვის მართებული მეთოდები: სტერილიზაცია-კასტრაცია”,_აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს გიგი უგულავას ღია წერილი გამოუგზავნა, სადაც თბილისი მერია ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა.
“მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ თბილისში მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. თბილისში ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება საშინელ პირობებში…მოხეტიალე ცხოველების ეს მასობრივი ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა ზედმეტი პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება ისე, რომ მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის~, - ნათქვამია ბრიჯიტ ბარდოს წერილში..
წყარო: medianews.ge

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram