პროგრამა “ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად” წარმატებით დასრულდა

 

2021 წლის 6 იანვრიდან კომპანია “ზოომარტის” , “ვოლტ”ის და “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”-GSPSA-ს მხრიდან დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა “ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად”. 

პროგრამაში მონაწილე მხარეებმა  თავიდანვე განსაზღვრეს საქველმოქმედო პროგრამის მიზნობრიობა, რაც წარმოადგენდა საქართველოს რეგიონში გარკვეული რაოდენობის მიუსაფარი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, ვაქცინაციას და ტრავმირებული (დასახიჩრებული) ცხოველისთვის ვეტერინარულ დახმარებასდა სარეაბილიტაციო უზრუნველყოფას.

დეტალურად პროგრამის შესახებ.

2020 წლის 26 და 27 დეკემბერს ჩატარებული საქველმოქმედო კამპანიით მიღებულმა თანხამ შეადგინა 3970.00 (სამი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარი, რომელიც კომპანია „ზოომარტმა“ 2021 წლის 5 იანვარს სრულად გადაურიცხა GSPSA-ს რეგიონში გარკვეული რაოდენობის მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამისა და ტრავმირებული ცხოველების ვეტერინარული დახმარების მიზნით. თანხის ოდენობიდან გამომდინარე დაიგეგმა 30 ძუ ძაღლის სტერილიზაცია/ვაქცინაცია და რამოდენიმე ტრავმირებული ცხოველის ვეტერინარული მომსახურება სარეაბილიტაციო პერიოდის გათვალისწინებით.

GSPSA-ს გადაწყვეტილებით საქველმოქმედო პროგრამა ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში ბინადარი მიუსაფარი ცხოველებისთვის.

2021 წლის 15 იანვარს ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასა (ს/კ: 205171847) და ცხოველთა თავშესაფარ “ოზურგეთს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წლის თებერვალში განახორციელდა ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიებიდან მიუსაფარი 30 ძუ ძაღლის გადაყვანა თავშესაფარში სტერილიზაცია-ვაქცინაციისა და იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნულმა ძაღლებმა ვეტერინარული მომსახურების შემდეგ თავშესაფარში გაიარეს პოსტ-ოპერაციული პერიოდი და ისინი ეტაპობრივად დაუბრუნდნენ მიკედლების ადგილებს. 

აღნიშნული საკითხების კონტროლი და ხელმძრვანელობა ხორციელდებოდა GSPSA-ს წარმომადგენლის უშუაულო მონაწილეობით.

2021 წლის, 6 იანვარს, GSPSA-ს წარმომადგენლებმა აღნიშნული პროგრამის დაწყებისთანავე ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ტრავმირებული (დასახიჩრებული) 1 წლამდე მეტისი (ძაღლი). ცხოველი გადაყვანილ იქნა ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. 7 იანვარს დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია, რადგან ცხოველს მანქანის დაჯახების შედეგად დაზიანებული ჰქონდა სამი ფეხი, ჰქონდა 4 მოტეხილობა, მეოთხე ფეხი კი გაბზარული. ოპერაციის შემდგომ დაახლოებით ერთი თვე მკურნალობსა და სარეაბილიტაციო პერიოდს დასჭირდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, სამწუხაროდ მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა და ძაღლი ვერ გადარჩა.

 

პროგრამის, “ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად” ფინანსური ანგარიში:

1)   30 ძაღლის სტერილიზა-ვაქცინაცია “ოზურგეთის” თავშესაფარში – 2100 ლარი

  • ცხოველების ტრანსპორტირება თავშესაფარში
  • ცხოველების ოპერცია, ვაქცინაცია,
  • ცხოველების პოსტ-ოპერაციული მომსახურება
  • ცხოველების ბინადორბის არეალში დაბრუნება

2) ცხოველების მომზადება და დეჰელმენთიზაცია – 150 ლარი

3) ტრავმირებული ძღლის ვეტერინარული მომსახურება – 300 ლარი

4) ტრავმირებული ძაღლისთვის საკვები პრეპარატები და სახარჯი სამედიცინო მასალები – 701 ლარი

5) 5 ძაღლის მოვლა-პატრონობა 30 დღის განმავლობაში – 750 ლარი

პროგრამისთვის გამოყიფილი თანხიდან დარჩენილია 118.87 ლარი, რომელიც სამომავლოდ მინზობრივად დაიხარჯება ტრავმრებული ცხოველის დასახმარებლად.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA მადლობას უხდის კომპანია ზოომარტსა და Wolt-ს, რომ იაზრებენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მუდმივად ჩართული არიან მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობისაკენ მიმართულ საქველქმოქმედო პრორამებში. ასევე მდლობას ვუხდით თავშესაფარ “ოზურგეთს” მიუსაფრებისთვის განხორციელებული თავისი წილი ქველმოქმედებისთვის, რომელიც გამოიხატებოდა პროგრამის განსახორციელელად საჭირო ვეტერინარული მომსახურებების შეღავათიან ფასად განხორციელებაში.