GSPSA -მ 2014 წლის 4 აპრილს – უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე აქციებით აღნიშნა თბილისში და ბათუმში

2014 წლის 4 აპრილს ბათუმში „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA – ს მიერ აღინიშნება უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე – 4 აპრილი.

ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. 4 აპრილი – უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა –http://www.strayanimalsday.org/

მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება. ძაღლებს, კატებს, ცხენებსა და ვირებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატრონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, უჭმელობა. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სისასტიკე და არაჰუმანური დამოკიდებულება.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA 2014 წლის 4 აპრილს შეუერთდა მსოფლიო ცივილიზირებულ საზოგადოებას და საქართველოში, თბილისსა და ბათუმში აღნიშნა ეს დღე.

ბათუმში აქცია ჩატარდა მერიის წინამდებარე სკვერში. ხოლო თბილისში 4 აპრილი აღინიშნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში GSPSA – სა და ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის მიერ.

ფოტომასალა – ბათუმი

 

 

ფოტომასალა – თბილისი

 

 

   

 2014 წლის 4 აპრილი – თბილისი, უპტრონო ცხოველების საერთაშორისო დღე