4 ოქტომბერი- მსოფლიო ცხოველთა დღე (ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე)

აქციის ორგანიზატორი – საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება – თეიმურაზ წიქორიძე – მსოფლიო ცხოველთა დღე 4 ოქტომბერის  ამბასადორი (  worldanimalday.org.uk/ambassadors/ambassador_index/Georgia )

მხარდამჭერი ორგანიზაცია – PETA

აქციის მონაწილეები – ცხოველთა დამცველები, მოყვარულები, აქტივისტები

აქციის სახე – აქცია-პერფორმანსი

აქციის მიზანი: მსოფლიო ცხოველთა და საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვა, ახალი კანონების მიღება და არსებული კანონმდებლობის გამკაცრება. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა კეთილდღეობა და მათი უფლებების დაცვა.

დაწყების დრო: 14:00

შეკრების ადგილი: მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია (კოსტავას ქ.)

სლოგანი: იბრძოლე ცხოველთა უფლებებისთვის

მიზანი:

4 ოქტომბრის დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ცხოველების სტატუსის, მათი მნიშვნელობის ხაზგასმა ბუნების საციცოცხლო ციკლში. ადამიანები ცხოველებთან ერთად ვიზიარებთ ერთადერთ სახლს, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ და მათ ისეთივე უფლება აქვთ სიცოცლის, როგორც ჩვენ.

ამ დღის აღნიშვნა ერთი იდეის გარშემო აერთიანებს უამრავ ცხოველთა დამცველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ქმნის დიდ ძალას, ცხოველთა ყოფის, მათი უფლებების აღიარების კუთხით. ყველა ქვეყანაში მსოფლიო ცხოველთა დღეს აღნიშნავენ სხვადასხვაგვარად მიუხედავად  რასის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა. განათლებისა და საზოგადოების თვალსაწიერის გაზრდით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც თითოეული ცხოველი იქნება აღიარებული, როგორც ცოცხალი, გონიერი არსება და მათ კეთილდღეობას მიექცევა დიდი ყურადღება.

 

საქართველო:

საქართველოში, როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველების უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სათანადოდ დავიცვათ მათი უფლებები.

საქართველოში,  ეს დღე პირველად აღინიშნა 2009 წელს, „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადების“ მიერ.

ჩვენ, GSPSA წელსაც ვუერთდებით „მსოფლიო ცხოველთა დღის“ აღნიშვნას, რომელიც მიმართულია საზოგადოების გუგლგრილი ნაწილის დაინტერებისკენ.

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა უხმო არსებების ნაცვლად, რომლებიც არა ჩვენთვის, არემედ ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ამ პლანეტაზე. მთავარი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, რომ მიუხედავად სიმცირისა, ვართ ძლიერი ძალა და ვიწყებთ ბრძოლას, რომელიც დიდი ბრძოლის დასაწყისია !

PETA  (ადამიანები ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობისთვის)

PETA გერმანიის ოფისმა მხარდაჭერა გაუმოუცხადა „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას“, ცხოველთა უფლებების დაცვისთვის მისაღწევ დიდ ბრძოლაში და მათ განხორციელებაში.

წელს,  მსოფლიო ცხოველთა  დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული აქცია-პერფორმანსი ეწყობა PETA (გერმანიის ოფისის) მხარდაჭერით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია. PETA ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს, სადაც ცხოველების ყოფა და მათ მიმართ გამოხატული სისასტიკე გრძელვადიანია, ესენია : ლაბორატორიები, საკვების, ტანსაცმლის და გართობის ინდუსტრიები.

PETA წლების განმავლობაში მუშაობს საზოგადოების ინფორმირებაზე, აწარმოებს გამოძიებებს, იკვლევს დანაშაულებების აღმოფხვრის მექანიზმებს. აწყობენ და ერთვებიან სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, როგორებიცაა: საპროტესტო აქციები, მსვლელობები, დემოსტრაციები და მიზანმიმართულია ცხოველთა კეთილდღეობისთვისა, მათი უფლებების დაცვისთვის და აღიარებითვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორიც არის PETA (გერმანია).

საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი იყოს თანაგრძნობით და პატივისცემით გამსჭვალული. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ერთად ვიბრძოლოთ, ცხოველთა უფლებების გაუმჯობესებაზე ჩვენს ქვეყანაში.

„მსოფლიო ცხოველთა დღის“ ისტორია:

„მსოფლიოს ცხოველთა დღის“ პირველი აღნიშვნა მოხდა გერმანიაში, 1925 წლის 24 მარტს, კინოლოგ ჰეინრიჰ ზიმერმანის მიერ. მან შეაგროვა 5000მდე  ადამიანი ბერლინის სპორტის სასახლეში. ის დაუღალავად შრომობდა, იმისთვის, რომ ეს დღე ყოფილიყო ოფიციალური. 1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე. ის ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად, ზუსტად ამიტომ მოხდა ამ თარიღის შერჩევა.