2020 წლის მარტიდან პროგრამის ფარგლებში GSPSA-ს წევრებისა და მოხალისეების ჩართულობით დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების შეძენა და მათთვის ყოველდღიურად მიწოდება.
GSPSA-ს საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოწირულობა ძალიან მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველებისთვის. 2020 წლის მარტიდან დღემდე მოცემული პროგრამის ფარგლებში GSPSA-მ შეიძინა 18 000 ლარამდე ღირებულების საკვები, აქედან 9 000 ლარამდე სრულად მოხმარდა ზუგდიდის მიუსაფარ ცხოველებს.
ასევე, 2021 წლის 6 იანვრიდან კომპანია „ზოომარტი“-მა, „ვოლტ“-მა და GSPSA-მ დაიწყეს ერთობლივი საქველმოქმედო პროგრამა „ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად“. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონებში მიუსაფარი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და ვაქცინაციას, ასევე ტრავმირებული ცხოველებისთვის სასწრაფო ვეტერინარული დახმარების გაწევას და სარეაბილიტაციო პერიოდის უზრუნველყოფას.
თქვენი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ნებისმიერ პირს, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროგრამაში. GSPSA-ს პროგრამა “დაეხმარე მიუსაფარს” ითვალისწინებს:
ვისაც შესაძლებლობა და სურვილი გაქვთ, რომ ჩაერთოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო პროგრამაში - „დავეხმაროთ მიუსაფარს“, გთხოვთ განახორციელოთ მიზნობრივი ფინანსური შემოწირულობა და აირჩიოთ სასურველი გადმორიცხვის მეთოდი:
მიმღების დასახელება: არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია)
„საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“.
საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847