GSPSA

”ავერსი” - ეხმარება GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარს

15 ივნისი 2010

2010 წლიდან ”ავერსი”-ს საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელის, ბატონი პაატა კურტანიძის უშუალო გადაწყვეტილებით ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავშესაფრის ცხოველების მკურნალობისათვის გამოყოფილია ყოველთვიური უანგარო დახმარება სამედიცინო მედიკამენტების სახით. GSPSA-ს მიერ შეფარებულ ცხოველებს ხშირად ესაჭიროებათ არავეტერინარული მედიკამენტები. ამ დახმარების წყალობით უკვე თხუთმეტამდე თავშესაფრის ბინადარი იქნა განკურნებული და მომავალშიც დახმარების იმედით გადარჩება ბევრი ცხოველი.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” მადლობას უცხადებს ბატონ პაატას ქველმოქმედებისათვის და ჰუმანური დამოკიდებულებისათვის.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram