“ზოომარტის” და GSPSA-ს საქველმოქმედო პროგრამა #აიყვანეთავშესაფრიდან გრძელდება

2019 წლიდან  კომპანია “ზოომარტის” ინიციატივით საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში  მიმდინარეობს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA-ს “ტრავმირებული ძაღლების სახლი”-დან (ყოფილი თავშესაფრიდან) გაჩუქებული  შინაური ცხოველების და პატრონების დასაჩუქრება.

ამ ეტაპზე კი გაუმართლა GSPSA-ს “ტრავმირებულ ძაღლების სახლში”  ბინადარ სამფეხა ბელკას, რომელიც 2015 წელს მიღებულ იქნა თავშესაფარში. ბელკამ 6 წელი იცხოვრა GSPSA-ს თავშესაფარში, სადაც მზრუნველობა და ყურადღება არ მოკლებია.

ბელკა 3 თვის ასაკში  ტრავმირებული, დასახიჩრებული და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით აღმოაჩინეს რეგიონში, ხევში ჩავარდნილი. ვეტერინარული მომსახურების და მზრუნველობის შედეგად ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ბელკა თვინიერი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და უპრობლემო ძაღლია. მისი პატრონი გახდა GSPSA-ს წევრი, შვედეთის მოქალაქე  მარია პეტერსონი. მარია 2019 წელს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ხშირად სტუმრობდა თავშესაფარს. მარიასთვის საქართველოში ცხოველების უკიდურესი ყოფა რთულად ასატანი აღმოჩნდა. მარიამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბელკა შვედეთში თავის სახლში წაეყვანა.

მარია პეტერსონის ბლოგი: “ტანჯვა გრძნობებს მიღმა”.

ამ მისასალმებელ გადაწყვეტილებას შეუერთდა კომპანია “ზოომარტი”, რომელმაც 2021 წლის 15 აპრილს ბელკა და მისი პატრონი   “აიყვანეთავშესაფრიდან” პროგრამის ფარგლებში ცხოველის სპეციალური გადამზიდი კონტეინერით დაასაჩუქრა.

“ზოომარტის” ინიციატივის #აიყვანეთავშესაფრიდან მიზანია  თავშესაფარში ქუჩიდან მოხვედრილი ან მიტოვებული ცხოველების გაჩუქების ხელშეწყობა და წახალისება, რადგან ვთვლით, რომ მეგობარს ჯიშის მიხედვით არ ირჩევენ და განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ ის ცხოველები საჭიროებენ, რომლებიც თავის მომავალ პატრონს წლობით ელიან.

ბელკა “ზოომარტის” მიერ ნაჩუქარი კონტეინერით 17 აპრილს უკვე საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც მას უკვე ელოდება მისი ახალი პატრონი მარია.

ბელკას ფოტოგალერეა:

2015 წელი – ტრავმირებული ბელკა მიღებულ იქნა თავშესაფარში

2015-2021 წლები – ბელკა GSPSA-ს “ტრავმირებული ძაღლების სახლის” (თავშესაფრის) ბინადარია

 

 

2021 წლის 17 აპრილი – ბელკა “ზოომარტის” მიერ ნაჩუქარი კონტეინერით
მიემგზავრება საზღვარგარეთ თავის ახალ პატრონთან

2021 წლის 17 აპრილი – ბელკა უკვე ნიდერლანდებშია, სადაც ის გარკვეული პერიოდი იცხოვრებს, ხოლო შემდეგ შვედეთში გაემგზავრება მარიასთან.

belka

ამავე თემაზე შეგიძლიათ ასევე იხილოთ: