GSPSA
 

სასტუმრო ძაღლებისთვის - Lucky Dog Hotel

 

Lucky Dog Hotel - Logo
დამოუკიდებელი სივრცეები (შემოსაზღვრული ნაკვეთები), საჩრდილობლები, დათბუნებული სახლები, ბუნება, მშვიდი და მეგობრული გარემო.

თქვენს ოთხფეხა მეგობარზე იზრუნებს GSPSA-ს ცხოველთა დამცველთა გუნდი, რომელსაც ცხოველებთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

ჩვენთან ცხოველები თავს გრძნობენ ისე, როგორც საკუთარ სახლში!

ფასები

ძაღლების სასტუმროს ფასები

ქველმოქმედება

თქვენი ძაღლის ჩვენს სასტუმროში მოყვანით თქვენ ეხმარებით მიუსაფარ ცხოველებს!

ძაღლების სასტუმრო Lucky Dog Hotel არის დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის შემსრულებელი რგოლი, რომლიდანაც მიღებული მოგება ხმარდება მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციის საქველმოქმედო მიზნების რეალიზებას - უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების, ასევე ცხოველების სოფელ „რიჩი“-ში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობას, მზრუნველობას და კეთილდღეობას.

Lucky Dog Hotel-ში თქვენი ძაღლის დატოვების 1 დღე, ნიშნავს რამოდენიმე მიუსაფარი (უპატრონო) ძაღლისთვის საკვებით დახმარებას.

როგორ დაჯავშნო?

მიყევით ამ ნაბიჯებს:

  1. გაეცანით სასტუმროს წესებს და პირობებს;
  2. შეავსეთ სასტუმროში ძაღლის მიღების განაცხადის ფორმა;
  3. დაგვიკავშირდით:
    • +995 557 923 910 - ტელეფონი და WhatsApp (ქართულად და ინგლისურად);
    • +995 593 322 159 (ქართულად);
განაცხადის ფორმა

ზოგადი ინფორმაცია

ძაღლების სასტუმრო მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ში, სოფელ წილკანიში. სასტუმრო განთავსებულია GSPSA-ს ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში.

სასტუმროს ტერიტორიის ფართი შეადგენს 600 მ²-ს. აღნიშნული ტერიტორია მავთულის ბადით დაყოფილია ნაკვეთებად. ტერიტორიაზე არის 5 დამოუკიდებელი ნაკვეთი, თითოეული 60 მ²  და საერთო გასასეირნებელი სივრცე  - 300 მ² (იხილეთ სიტუაციური გეგმა)

Lucky Dog Hotel - Plan

თითოეულ ნაკვეთში დასაშვებია ბინადრობდეს არ უმეტეს 4 ძაღლი და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძაღლები სასტუმროში მიღებამდე შეგუებულები არიან ერთმანეთთან და არ აქვთ დისკომფორტი.

ძაღლების ნაკვეთებში განთავსებულია საჩრდილობელი და ჩაშენებული ძაღლის დათბუნებული ხის სახლები. თვითოეულ ნაკვეთში 2, 3 ან 4 ძაღლის განთავსების შემთხვევაში ნაკვეთში ემატება შესაბამისი რაოდენობის სახლი.

გასასეირნებელ სივრცეში არის პატრონისა და ძაღლის შეხვედრისთვის შესაბამისი ადგილი. სურვილის შემთხვევაში პატრონს შეუძლია მოვიდეს სასტუმროში, მოინახულოს თავისი ოთხფეხა მეგობარი და ღია სივრცეში დაისვენოს თავის ძაღლთან ერთად.

სასტუმროს ერთდროულად შეუძლია მიიღოს და მოემსახუროს 20 ძაღლს.

სასტუმროში ბინადარ ცხოველებს ემსახურება სასტუმროს მომვლელი პერსონალი.

სასტუმროში დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა.

ფოტოგალერეა

კესო

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: +995 557 923 910 - ქართულად და ინგლისურად

ტელ: +995 593 322 159 - ქართულად

WhatsApp: +995 557 923 910 - ქართულად და ინგლისურად

ელ ფოსტა: gspsadoghotel@gmail.com

Facebook Page: https://www.facebook.com/luckydoghotel

მისამართი: საქართველო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სოფელი წილკანი, ცხოველების სოფელი „რიჩი“ (თბილისიდან 20 წუთის გზა - მანძილი 20 კმ)

იურიდიული სტატუსი

ძაღლების სასტუმრო Lucky Dog Hotel წარმოადგენს არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის (ააიპ) „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს (ს/კ 205151847)  სტრუქტურულ ერთეულს.

იურიდიული სტატუსი

გეოლოკაცია

დააჭირეთ რუკაზე ნაჩვენებ ღილაკს - "Directions" და Google Maps-ზე იხილავთ სასტუმროში მოსასვლელად საუკეთესო მარშრუტს.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram