GSPSA

GSPSA-ს წარმომადგენლებმა მონიტორინგის მიზნით ქ. გორის ზოოპარკი დაათვალიერეს

12 აპრილი 2016

100_22162016 წლის 10 აპრილს GSPSA-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქ.გორის ზოოპარკში სიტუაციის გაცნობის, ინფორმაციის მიღების და შესწავლის მიზნით.  გორში დაუყონებლივი ჩასვლის მიზეზი გახდა PETA-ს (People for the Ethical Treatment of Animals) საგამოძიებო დეპარტამენტის შეტყობინება GSPSA-სათვის,  სადაც  PETA-მ საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას თხოვნით მიმართა ქ. გორის ზოოპარკში არსებული სიტუაციის შესწავლისათვის, რეალური ინფორმაციის მიწოდებისათვის და ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებისათვის.

GSPSA-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ზოოპარკში ცხოველების პირობები. ისინი დეტალურად გაეცნენ ადგილზე ვითარებას. გასაუბრება ჰქონდათ გორის პარკის დირექტორთან და ზოოპარკის მომსახურე პერსონალთან.

GSPSA  ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ  ზოოპარკი არ უნდა არსებობდეს  და არ უნდა იყოს დატყვევებული ცხოველები. ორგანიზაციისათვის მიუღებელია ცხოველის ნებისმიერი დატყვევების ფაქტი.

არსებული მდგომარეობით დასტურდება, რომ ზოოპარკის მენეჯმენტი ზოოპარკში ბინადარი ცხოველებისათვის შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს შეუქმნს ნორმალური პირობები. ამ ეტაპზე ყველა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოოპარკში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

გორის ზოოპარკში ვოლიერები არის განსაკუთრებული პატარა ზომის და ცხოველებს არ აქვთ ბუნებრივი შესაბამისი პირობები და გარემო. ამ ეტაპზე არის 3 დათვი, 2 მაიმუნი, ლამები, ჯიხვები, მელა, ტურა, არწივი, მტრედები, ხოხბები და კურდღლები.

GSPSA  ახლო მომავალში ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის  ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში ზოოპარკების გაუქმების მოთხოვნით.

GSPSA  მიესალმება   PETA-სთან  ურთიერთთანამშრომლობას და მის მხარდაჭერას ცხოველთა დაცვის სფეროში.

იხ. ფოტოალბომი - GSPSA in Gori zoo 10/04/2016

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram