GSPSA

GSPSA-მ დაიწყო სტერილიზაციის პროგრამა

17 თებერვალი 2013

2013 წლის 16 თებერვალს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" – GSPSA- ს მიერ დაიწყო ქუჩის ძუ ძაღლების სტერილიზაციის პროგრამა ბრიჟიტ ბარდოს ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით.

პროგრამით გათვალისწინებული პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩატარებული იქნა თავშესაფარში ბინადარ ერთი წლის ძაღლზე. ვეტერინარული მომსახურება ჩატარებული იქნა ვეტერინარ მარინა დელავერისა (კინოლოგიური კლუბი "ლორდ ლამარი") და GSPSA –ს ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის მიერ.

ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა GSPSA- ს ახალ ვეტერინარულ კლინიკაში. პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებულია 60 ძაღლის სტერილიზაცია.

ჩატარებულ ოპერაციაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ პროგრამის Facebook-ის გვერდი.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram