GSPSA

საერთაშორისო კონფერენცია - Dogs Trust International Training 2009 წლის 15 – 20 ნოემბერი. დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

20 ნოემბერი 2009

2009 წლის 15-387ed205158320 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში ძაღლების ფონდის DogsTrust- ის მიერ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია (Dogs Trust International Training).   DogsTrust არის ინგლისური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია 1891 წელს და ცნობილია, როგორც NCDL. DogsTrust მოწოდებულია ძაღლების გადარჩენისა და ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად.

კონფერენციზე ოფიციალური სტატუსით მონაწილეობა მიიღო "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"-მ. ამ ღონისძიებაში GSPSA-ს წარმოადგენდა ასოციაციის წევრი ქალბატონი რუსუდან გრეჰემ

კონფერენციის მთავარი თემაა ძაღლებთან ურთიერობა და ნდობის მოპოვება, თავშესაფრის საკითხები, დაფინანსებები, პატრონების გამოძებნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კონფერენცია ჩატარდა DogsTrust - ის ცენტრალურ კომპლექსში, სადაც აგრეთვე განთავსებულია ცხოველთა თავშესაფარი და ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო ცენტრი.

საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით დასრულდა. ფონდის ორგანიზატორებმა დადებითად შეაფასეს GSPSA-ს წარმომადგენლის მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში და აღუთქვეს ჩვენს ორგანიზაციას მხარდაჭერა და მომავალში თანამშრომლობა.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram