GSPSA

GSPSA-მ გამოაქვეყნა პეტიცია (მიმართვა) საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ცხოველთა დაცვის მოთხოვნით

4 ოქტომბერი 2016

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA-მ 2016  წლის 4 ოქტომბერს,  მსოფლიოს ცხოველთა დღეს (World Animal Day – http://www.worldanimalday.org.uk)   სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის სახელზე საქართველოში ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის, ცხოველთა დაცვის ევროპის კონვეციის რატიფიცირების და ცხოველთა დაცვის სფეროში ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღების, დამატების და გამკაცრების მოხოვნით.

მიმართვა (პეტიცია) გამოქვეყნებულია  სოციალური ქსელით  CARE2 petition site – ს საშუალებით.

GSPSA  წერილობით მიმართვაში  აღნიშნავს:

ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ „საქართველოს  ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“, საქართველოსა და სხვა ქვეყნების საზოგადოების ინტელექტუალური წარმომადგენლები, ვისთვისაც ღირებული და მნიშვნელოვანია მსოფლიოს ცივილიზირებული ქვეყნების ხალხთა საერთო ინტერესები, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა ყოფისა და დაცვის მექანიზმების ამოქმედებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, რასაც უდაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკოსისტემის ჰუმანური წესებით მართვისათვის...

ამ მომართვიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. სამწუხარო და გამაოგნებელია, რომ პოლიტიკურმა პარტებმა წინასაარჩევნო პროგრამაში ცხოველთა დაცვის საკითხების მდგომარებაზე არაფერი თქვეს. სამწუხარო იქნება, თუ ქვეყნის ახლად არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო წლების მანძილზე კვლავ არ მიიღებს აუცილებელ კანონებს ცხოველთა დაცვისა და პოპულაციის მართვის დარეგულირებისათვის. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახალ პარლამენტში იქნება თუნდაც რამდენიმე დეპუტატი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს სფერო....

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოსა და სხვა ქვეყნების ინტელექტუალური საზოგადოება, მილიონობით ცხოველთა დამცველი და მოყვარული ადამიანი თქვენგან მოელიან ინიციატივას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხის დარეგულირების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენთვის ცნობილია  თქვენი კეთილი და ჰუმანური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ...

პეტიციის სრული ტექსტი იხილეთ  CARE2 petition site - ზე.

შეუერთდით ამ მიმართვას და დააფიქსირეთ თქვენი დამოკიდებულება!

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram