GSPSA

განსაკუთრებული სისასტიკე და სადიზმი ძაღლის მიმართ!

13 ოქტომბერი 2017

სოციალური ქსელით 2017 წლის 13 ოქტომბერს Facebook-ის გვერდზე "ფოტო ხელოვნება"-მ გამოაქვეყნა ცხოველისადმი სისასტიკის ამსახველი ფოტო. გვერდის ადმინისტრატორი ამ ფოტოს შედეგ კომენტარს უკეთებს: "თბილისის გარეუბანში უპოვიათ დღეს  ყელზე მავთული აქვს მოჭერილი და გაგუდულია  რა ვთქვა, არ ვიცი... სიმწრისგან ვერც კი ვბრაზდები ?".

საქართველოში ყველაზე ცუდი ბედი უმეტეს შემთხვევაში მონადირე ჯიშის ძაღლებს აქვთ. ამ ძაღლების პატრონების უმეტესობა მათ, როგორც იარაღს ისე უყურებს. ისინი ხშირ შემთხვევაში დატყვევებულები არიან პატარა სათავსებში (სარდაფი, ავტოფარეხი). ხშირ შემთხვევაში, თუ ძაღლმა დაბერდა, დაავადდა, ან სხვა პრობლემის გამო ვეღარ ინადირა, მათი ბედი ან ტყეში მიტოვებაა, ან ქუჩაში გაგდება, ან მოკვლა. თავშესაფრები გავსებულია ქუჩაში გაგდებული მონადირე ჯიშის ძაღლებით, რომელთა უმრავლესობა ტრავმირებულია.  ქალაქებში და სოფლებში ხშირად შევხვდებით უმეთვალყურეოდ მიტოვებულ და უმეტესად დაავადებულ და ტრავმირებულ მონადირე ჯიშის ძაღლებს. ისინი თავიანთმა პატრონებმა გამოაგდეს!

ეს ფოტო მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად სადისტი ადამიანი იყო ამ ძაღლის პატრონი. ის გაგუდა მავთულით, ხოლო შემდეგ, როგორც ნაგავი ნაგვის ბუნკერთან დააგდო.

სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია ცხოველების მიმართ სისასტიკის ფაქტები. ეს კი უპირველესად შესაბამისი კანონმდებლობის არასრულყოფაზე მიგვანიშნებს.

წყარო: https://www.facebook.com/pic.ge/photos/a.144174982423808.1073741831.143277302513576/804699319704701/?type=3&theater

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram