GSPSA

ძაღლზე სისასტიკის ფაქტი. თბილისი 04/01/2018

4 იანვარი 2018

თბილისის მერიის სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 2018 წლის 4 იანვარს სააგენტოში შევიდა შეტყობინება თბილისში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრავმირებული და მომაკვდავი ძაღლის შესახებ.  ძაღლს ზურგის არეში აღენიშნებოდა ღრმა ჭრილობა და სისხლენა

შეტყობინებისთანავე ადგილზე მალევე გამოცხადდა სააგენტოს მობილური ჯგუფი, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა. სადაც მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია.  თავშესაფრის ვეტპერსონალის დიდი ძალისხმევით გდარჩენა გადარჩენა მოხერხდა.

მუნიციპალური სამსახურის ინფორმაციით მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული აქვთ.

  

  

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია: http://animalsmonitoring.ge/news/4585


© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram