GSPSA

GSPSA-ს მიერ საქართველოში პირველად აღინიშნა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე - 4 ოქტომბერი

4 ოქტომბერი 2009

2009 წლის 4 ოქტომბერს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA) მიერ პირველად აღინიშნა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე - 4 ოქტომბერი დაწესებულია 1931 წელს ა.შ.შ.-ში, ფლორენციაში ბუნების დამცველთა მიერ საერთაშორისო კონგრესზე. ამ დღეს აღნიშნავს მსოფლიოს ცივილიზირებული ყველა ქვეყანა. ბევრ ქვეყანაში ამ დღეს იმართება აქციები ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.

GSPSA-ს ეგიდით 4 ოქტომბერს კავშირის წევრებმა და ბუნებისმოყვარულმა ადამიანებმა ქ. თბილისის მერიის წინ გამართეს მშვიდობიანი აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები, რომლებზედაც იყო საპროტესტო მოთხოვნები ცხოველთა დაცვის მიზნით. აქვიის მონაწილეები ითხოვდნენ მუნიციპალიტეტისაგან მისი კონტრაქტორი ძაღლმკვლელი ორგანიზაციის ქმედების შეჩერებას, საერთაშორისო კანონების რატიფიცირებას და ცხოველთა დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას. აქციას ამშვენებდა მონაწილეების ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც მათ აყვანილი ჰყავთ თავშესაფრებიდან და ქუჩიდან.

სასიამოვნოა ის გარემოება, რომ მასმედია ფრიად დაინტერესდა აღნიშნული დღით და ამ აქციით, რაზედაც გაშუქდა რამოდენიმე რეპორტაჟი სატელევიზიო კომპანიების სპეციალურ გამოშვებებში და ბეჭვდით გამოცემებში.

აქციის დამთავრების შემდეგ მონაწილეები გაემართნენ GSPSA -ს თავშესაფარში და ეს დღე მიულოცეს თავშესაფრის ბინადრებს.

(დეტალურ ინფორმაციებს იხილავთ "აქტივობებში")

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram