GSPSA

GSPSA-ს ინფორმაცია თბილისში 2015 წლის ივნისის თვეში თავშესაფარში მიღებული ცხოველების შესახებ

30 ივლისი 2015

2015 წლის ივნისში „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ GSPSA-ს თავშესაფარმა მიიღო წყალდიდობაში მოყოლილი და გადარჩენილი ძაღლები. ყველა მათგანს გაეწია ვეტერინარული მომსახურება. ცხოველების გარკკვეული ნაწილი დღესაც გადის მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურს.

GSPSA-ს თავშესაფარის ინფორმაცია ივნისის თვეში: ივნისის თვეში მიღებულია: ძაღლი - 42 , კატა - 3, ფრინველი - 2. დაბრუნებულია პირვანდელ ტერიტორიაზე 2 ძაღლი

თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარს დაუბრუნდა 18 ძაღლი. GSPSA-ს თავშესაფარში დარჩა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან 4 ძაღლი, რომლებიც გადიან მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს. გაჩუქდა 6 ძაღლი, 3 კატა და 2 ფრინველი(იხვი). დროებით შეფარების მიზნით გადაცემულია 3 ძაღლი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა 1 ძაღლი

1 ივლისის მდგომარეობით, GSPSA-ს თავშესაფარში დარჩა 35 ძაღლი და 1 კატა. რომელთა ნაწილიც გადის ვეტერნალურ-სამედიცინო მომსახურეობას

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ მადლობას უცხადებს ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც დაეხმარა GSPSA - ს 2015 წლის ივნისის თვეში სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველების გადარჩენაში და მზრუნველობაში.

 

 

  

  

  

  

  

  

 

  

  

 

  

   

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram