GSPSA

GSPSA-მ სკოლაში ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარა

22 მაისი 2012

2012 წლის 17 მაისს თბილისის “ახალი სკოლის”პედაგოგთა ინიციატივითა და მოწვევით "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" წარმომადგენლები შეხვდნენ დაწყებითი კლასის ბავშვებს. შეხვედრის მიზანი იყო ბავშვებთან ცხოველებთან დაკავშირებულ თემებზე გაკვეთილის ჩატარება. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ სკოლაში თავშესაფრიდან მიყვანილი იქნა ორი ლეკვი. ბავშვებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ცხოველთა სახეობების გაცნობის შესახებ, ნაჩვენები იქნა ვიდეოფილმები, სხვადახვა პლაკატები ცხოველების გამოსახულებით, ასევე ბავშვებს მოასმენინეს მუსიკალური ნაწარმოებები ცხოველების თემაზე. ცხოველთადამცველებმა ბავშვებს უპასუხეს ყველა მათ კითხვებზე.

ამ ეტაპზე ჩატარდა მხოლოდ ერთი გაკვეთილი დაწყებით კლასთან, ბავშვების ასაკი არის 5–6 წელი. აღსანიშნავია, რომ ყველა ბავშვი უცხოელების ოჯახებიდან. ბავშვები ძალიან გახარებულები დარჩნენ ამ გაკვეთილით. განსაკუთრებული სიხარული ბავშვებმა გამოამჟრავნეს თავშესაფრის ლეკვების მიმართ.

ეს პირველი გადადგმული ნაბიჯია GSPSA – ს მიერ, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას ცხოველთა მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების თვალსაზრისით. ამ სკოლის პედაგოგთა და ცხოველთადამცველთა გადაწყვეტილებით ანალოგიური გაკვეთილები მომავალშიც ჩატარდება.

GSPSA – ს მხრიდან ამ ღონისძიებას ორგანიზირება გაუკეთა ქალბატონმა ადელინ მირეი სანგმა. მასთან ერთად გაკვეთილს ესწრებოდა თეიმურაზ წიქორიძე და ირმა ბურდილაძე.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram