2015 წლის 14 ივნისს წყალდიდობის შედეგად განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი. თავშესაფარში ცხოველების დიდი რაოდენობა დაღუპულია. დილიდან GSPSA-ს მიერ გამოცხადდა ორგანიზაციის წევრთა და ცხოველთადამცველთა თავშესაფრის სრული მობილიზაცია. GSPSA-ს თავშესაფარში მიმდინარეობს ტრავმირებული, გზააბნეული, დაავადებული ცხოველების მიღება. ცხოველთა გადარჩენის ოპერაციებში ჩართულნი არიან GSPSA-ს წევრები, პროფესიონალი ვეტერინარები, კინოლოგები და მოხალისეები.
ორგანიზაციას სხვადასხვა სახით, ეხმარებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ვეტერინარული კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები, ბიზნესმენები. განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ ის პირები, რომლებიც დროებით საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფენ ცხოველებს.
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება მოუწოდებს მოსახლეობას, ბიზნესმენებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურად მხარი დაგვიჭირონ და დაგვეხმარონ ცხოველების გადარჩენაში.
სიტუაციიდან გამომდინარე თავშესაფარი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.
თავშესაფრის მისამართი: ნუცუბიძის II მ/რ, I კვ, კორ. 3ა
საკონტაქტო ტელეფონი: +995 322 231 60 10
ცხელი ხაზი: +995 593 322 159
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების" GSPSA-ს საბანკო ანგარიში:
მიმღები ბანკი : საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) „სცდგს“- საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადეობა.
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000