GSPSA

GSPSA ახალი პროექტი - მულტიფუნქციური კომპლექსი ცხოველებისთვის

16 სექტემბერი 2020
„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ - GSPSA შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის განსახორციელებლად ორგანიზაციამ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია მულტიპროფილური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მიიღებს, როგორც შინაურ (მიუსაფარ), ასევე გარეულ ცხოველებს.
მულტიფუნქციური კომპლექსი ითვალისწინებს:
🔸 მუდმივი სახლი განსაკუთრებული საჭიროების ცხოველებისათვის
სახლი ცხოველებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან გაჩუქებას თავიანთი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ხეიბარი ძაღლები, რომლებსაც უჭირთ ან არ შეუძლიათ გადაადგილება და საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას.
🔸 ჰოსპიტალი ტრამვირებული ცხოველებისთვის
ის ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების უმაღლეს დონეზე შესრულებას.
🔸 პოსტოპერაციული სივრცე
🔸 სივრცე მეძუძური ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის
🔸 ტრენინგების სივრცე აგრესიული და ფსიქიკურად არასტაბილური ცხოველებისთვის
ჩვენ გვეყოლება დატრენინგებული, კვალიფიციური კადრები, რომლებიც იმუშავებენ აგრესიულ ცხოველებთან, ასევე იმათთან რომლებმაც მიიღეს მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა და აღარ ენდობიან ადამიანებს.
🔸 სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სივრცე
ჩვენი გუნდი იზრუნებს ტრამვირებული ცხოველების რეაბილიტაციაზე მსოფლიოში აპრობირებული ფიზიოთერაპიის დახმარებით, ეს იქნება სივრცე სპეციალური წყლის თერაპიებით და ტრენაჟორებით, რომლებიც დაგვეხმარება ცხოველების სწრაფად ფეხზე დაყენებაში.
🔸 კატების თავშესაფარი
🔸 შესაბამისი სივრცეები გარეული ცხოველებისთვის
დღესდღეობით საქართველოში ხშირია ტრამვირებული გარეული ცხოველების შემთხვევები, კომპლექსი ითვალისწინებს  მათთვის სათანადო დახმარების გაწევას

კომპლექსის ზონების ჩამონათვალი:
🔸 სივრცეები ცხოველებისთვის
მოცემული სივრცეები ითვალისწინებს, როგორც იზოლირებულ საცხოვრებლებს, ასევე სასეირნო ადგილებს
🔸 მიმღები
🔸 ადმინისტრაციული და სამეურნეო დანიშნულების სივრცეები
🔸 ვეტერინარული დანიშნულების შენობა-ნაგებობები
🔸 საკარანტინე სივრცე
და ბევრი სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი სივრცე, მათ შორის კვალიფიციური კადრების გადასამზადებელი სატრენინგო განყოფილება, რაც აუცილებელია ცხოველთა დაცვის სფეროს განსავითარებლად ქვეყანაში.
GSPSA მაქსიმალურად ჩაერთვება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვის პროცესში, შესაბამისად კომპლექსი ითვალისწინებს განცალკევებით მდგომ ჰოსპიტალს, რომელიც ორიენტირებული იქნება კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამაზე.
კომპლექსი სრულად აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჩვენი გუნდი იზრუნებს, რომ ცხოველებს მოემსახურონ მხოლოდ კვალიფიციური კადრები, ამას კი უზრუნველვყოფთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტების დახმარებით, ქართველი გადამზადებული კადრები მიიღებენ საერთაშორისო დონის სერტიფიკატებს.
პროექტით გათვალისწინებულია სამაშველო ეკიპაჟების, გადასაადგილებელი ვეტერინარული კლინიკების და ცხოველთა სასწრაფო დახმარების სამსახურების შექმნა.
პროექტი საბოლოო დაგეგმარების შემდეგ გადაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში დამუშავებისთვის, მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომლის მიზანი იქნება ცხოველთა კეთილდღეობა და გადარჩენა ჩვენს ქვეყანაში.
პარალელურ რეჟიმში GSPSA იმუშავებს, საკანონმდებლო ინიციატივებზე, თავშესაფრის სტანდარტების მოწესრიგების საკითხზე, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს ქვეყანაში.
© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram