GSPSA

მემორანდუმის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თბილისის მერიის საგანგებო სააგენტოს შორის

4 აპრილი 2013

2013 წლის 4 აპრილს, უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს, ცხოველთა დაცვის საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA-მ, "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება"–მ, "დოგ ორგანიზეიშენ ჯორჯია"–მ, "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია"–მ და ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ქ. თბილისში ცხოველთა დაცვის, გადარჩენის და მათი უფლებების დასაცავად.

2013 წლის 4 აპრილის მემორანდუმი

საქართველოში ცხოველთა დაცვის სფეროში პირველად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმების დოკუმენტი არასამთავრო სექტორსა და სახელისუფლებო ორგანოს შორის. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხების მოგვარებასა და წინსვლაში.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივათ ანხორციელებენ ღონისძიებებს, ერთად მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე და თანამშრომლობენ თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურასტან (შინაური და გარეული ცხოველების რეგულირების ნაწილი): კონსულტატიები მუნიციპალური თავშესაფრის საკითხებზე, ვეტერინარების ტრენინგები, სტერილიზირებული, მარკირებული და ვაქცინირებული ცხოველების თავისუფლებაზე გაშვება, ცხოველთა გაჩუქება, ვეტერინარული მომსახურება, ქუჩის ცხოველების გადარჩენის ოპერაციები და ა.შ.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ფორმით თბილისის მუნიციპალიტეტმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქუჩის ცხოველთა პოპულაციის მართვაში ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით, რაც პირველ რიგში ცხოველთა დაცვის საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების  დამსახურებაა.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram