
GSPSA-ს ცხოველების სოფელი "რიჩი" წარმოადგენს ტრავმირებული და მიტოვებული ცხოველების ბოლო იმედს, სადაც ისინი არიან უსაფრთხოდ, ვექცევით სიყვარულით და ვზრუნავთ მათზე.
ამჟამად ჩვენს სოფელში ბინადრობს 90 ძაღლი, ჩვენთან მოხვედრამდე უმეტესობას გამოვლილი აქვს ტანჯვა, ურთულესი რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ბევრი მიტოვებული ცხოველი გვხდება გზად - მათაც არავინ ჰყავთ, ამიტომ იძულებული ვართ, ყოველდღიურად გამოვკვებოთ და ვიზრუნოთ დამატებით 40 ძაღლზე.
ჩვენი მისიის განსახორციელებლად, ჩვენი ცხოველების გამოსაკვებად და მინიმალური საჭიროებებისათვის - ვეტერინარული მომსახურება, სხვადასხვა პრეპარატი, კომუნალური გადასახადების დაფარვა - ყოველთვიურად აუცილებელია თითოეულ ცხოველზე 180 ლარის გამოყოფა. მხოლოდ ძაღლის საკვები გვჭირდება 6000 ლარის ოდენობით.
ჩვენი ბინადრებისა და ზედამხედველობის ქვეშ არსებული ცხოველების რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება ფინანსური რესურსის გამონახვა.
ვეტერინარული და სამკურნალო პრეპარატების ნაწილს ბევრი წელია, „ავერსი“ და „ინვეტი“ უანგაროდ გვაწვდის, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ!
სამწუხაროდ, ჩვენი ცხოველების საჭიროებები უკვე მნიშვნელოვნად სჭარბობს იმ დახმარებას, რასაც კეთილი ადამიანები გვიწევენ.
დახმარების გარეშე ვშიშობთ, რომ ამ უსუსური არსებების კეთილდღეობა რისკის ქვეშ დადგება. თქვენი შემოწირულობა სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია მათთვის.
თქვენი მონაწილეობა უზრუნველყოფს მეორე შანსს ჩვენი მოწყვლადი ბინადრებისათვის. ნებისმიერი შემოწირულობა და დახმარება ფასდაუდებელია მათთვის.
შემოწირულობამიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: "საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847
ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE 22
მიმღების დასახელება: "საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847
GEL: GE82TB7982936080100010
EUR: GE94TB7982936180100004
USD: GE24TB7982936180100003