GSPSA
 

ვეტერინარული სამსახური

 

GSPSA-ს ვეტერინარული სამსახური.

GSPSA-ს  GSPSAვეტერინარული სამსახური წარმოადგენს ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” სტრუქტურულ ერთეულს. ვეტერინარული სამსახური ემსახურება მხოლოდ GSPSA-ს მფლობელობაში მყოფ (თავშესაფარში)  ცხოველებს.

ცხოველთა თავშესაფარში ძირითადად მიიღებოდა ტრავმირებული უპატრონო ცხოველები. ამ წლების მანძილზე თავშესაფარმა მიიღო 1500-ზე მეტი ცხოველი (ძაღლი და კატა), მათ გაეწიათ შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება და მზრუნველობა. მათი უმეტესობა გაჩუქდა მზრუნველ ადამიანებზე.  თავშესაფარი უზრუნველყოფს ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებას და ვაქცინაციას.

 

2013 წელს მოხდა თავშესაფრის კეთილმოწყობა “ბრიჟიტ ბარდოს ფონდის” ხელშეწყობით და დაფინანსებით. მოეწყო ვეტერინარული კლინიკა. ამ ეტაპზე თავშესაფარს გააჩნია ასევე ოფისი, საკარანტინე სათავსი, ვოლიერები, ცხოველების დასუფთავების სივრცე, გასასეირნებელი სივრცე (ღია ტერასა) და სხვა.

1462949_492461540869219_304896435_n    1471989_492461557535884_1451262818_n

იხილეთ ფოტოები Facebook-ზე.

1779314_584434608319735_1516226528_n

2012-2013 წლებში „ბრიჯიტ ბარდოს ფონდის“ დაფინანსებით და ხელშეწყობით   GSPSA-მ   დაიწყო  სტერილიზაციის პროგრამა, რომელშიდაც ჩართული იყვნენ საქართველოს და უცხოეთის წამყვანი ვეტერინარები.

დამატებითი ინფორმაცია:
Géorgie… Urgence stérilisation !
G S P S A- ქუჩის ძაღლების სტერილიზაციის პროგრამა

 

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram