GSPSA

ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების (WSPA) წერილი თბილისის მერს

28 იანვარი 2009

2009 წლის 28 იანვარს , ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებამ (WSPA) წერილი გამოუგზავნა თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავას თბილისში პირველი თებერვლიდან მიმდინარე ოპერაციასთან "ძაღლებთან ბრძოლის ორთვიურთან" და ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ სფეროში უარყოფით შეფასებასთან დაკავშირებით.
"ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება" WSPA არის მსოფლიოში ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს შორის ყველაზე უფრო დიდი ალიანსი. ამ ორგანიზაციის მიზანია ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესება და სისასტიკის აღკვეთა მსოფლიოს მასშტაბით, WSPA თანამშრომლობს დაახლოებით 1000 წევრ ორგანიზაციასთან 150-ზე მეტ ქვეყანაში. ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება არის ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაერთიანებულ ერებსა და ევროპის საბჭოში, ასევე მუშაობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ქუჩის ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის რეგულირების საკითხებზე.
WSPA-ს ცენტრალურმა ოფისმა მიიღო რა ოფიციალური ინფორმაციები შესაბამისი არგუმენტებით საქართველოში თავისი წევრი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დაუყოვნებლივ გამოაგზავნა თბილისის მერის სახელზე აღნიშნული წერილი.
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" ვთანამშრომლობთ, რა "ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებასთან", მიგვაჩნია, რომ ქ. თბილისის მერმა უნდა გაითვალისწინოს წერილის არსი, შინაარსი, რეკომენდაციები და მიიღოს ერთადერთი ბრძნული გადაწყვეტილება - შეაჩეროს ცხოველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კომერციული ფირმების მიერ, რომელიც მხოლოდ უკუშედეგს მოიტანს და საკითხი გადაწყვიტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ცივილიზებული ფორმებით.

Original (ორიგინალი): http://files.gspsa.org.ge/news/bcf763432d-ENG.pdf
Translation (თარგმანი): http://files.gspsa.org.ge/news/bcf763432d-GEO.doc

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram