GSPSA
 

დისტანციური პატრონაჟის პროგრამა

 

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ  გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“. პროგრამა არის საქველმოქმედო ხასიათის და ითვალისწინებს ორგანიზაციის ფინანსურ ხელშეწყობას ცხოველთა დასახმარებლად.

პროგრამა ითვალისწინებს GSPSA-ს მფლობელობაში (ან თავშესაფარში) ბინადარი თქვენს მიერ შერჩეული ძაღლის დისტანციურ მეურვეობას, რაც გულისხმობს, რომ თქვენ სიმბოლურად ხდებით კონკრეტული ცხოველის (ძაღლის/კატის)  „დისტანციური პატრონი“. ამ შემთხვევაში თქვენი ცხოველი ბინადრობს GSPSA-ს მიერ გამოყოფილ სივრცეში (ან შეფარებულია), ხოლო თქვენ უზრუნველყოფთ ყოველთვიურ შემოწირულობას "დისტანციური პატრონაჟის" გადასახადის სახით ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით.

„დისტანციური პატრონი“ შეიძლება გახდეს საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სურვილით ირჩევს ცხოველს (ან შეფარებულს, ან მფლობელობაში) და ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმების პირობების დაცვით უზრუნველყოფს ამ ცხოველთან დაკავშირებული საორიენტაციო ხარჯების დაფარვას შემოწირულობის სახით ყოველთვიურად (ცხოველის შენახვის მიახლოებითი ხარჯების ღირებულება დადგენილია ორგანიზაციის მიერ ცხოველის ზომის, ფსიქიკის. ვეტერინარული მომსახურების, ჯანმრთელობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით).

„ძაღლის დისტანციური პატრონობა“ შეიძლება განხორციელდეს:

  • რამოდენიმე თვით (მაგრამ არანაკლებ 6 თვე)
  • რამოდენიმე წლით
  • უვადოთ, ცხოველის თავშესაფარში (ან ორგანიზაციის მფლობელობაში) ბინადრობის მთლიანი პერიოდით

„დისტანციურ პატრონს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს იჩუქოს ეს ცხოველი. სხვა პირზე ცხოველი გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია და „დისტანციური პატრონი“ ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

რა არის საჭირო, რომ ჩაერთოთ პროგრამაში და გახდეთ ძაღლის დისტანციური პატრონი.

ამისათვის საჭიროა:

  • თქვენი სურვილი
  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცხოველებიდან თქვენთვის მისაღები ძაღლის არჩევა
  • თქვენს მიერ განაცხადის  გამოგზავნა ორგანიზაციისათვის
  • ორგანიზაციასთან შეთანხმების გაფორმება
  • ცხოველის შენახვისათვის ყოველთვიური შემოწირულობის (დისტანციური პატრონაჟის გადასახადის) უზრუნველყოფა ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ხდებით კონკრეტულ ძაღლის დისტანციური პატრონი.

GSPSA ვალდებულია

  • უზრუნველყოს თქვენთვის დეტალური ინფორმაციის მოწოდება, ფოტო და ვიდეო მასალები არჩეული კომუნიკაციით;
  • გამოგიგზავნოთ „დისტანციური პატრონობის“ სერტიფიკატი;
  • მოგაწოდოთ ინფორმაცია ცხოველის შესახებ შესახებ;
  • დაიცვას შეთანხმების ყველა პირობა.

პროგრამა "დისტანციური პატრონაჟის" კოორდინატორები:

DIGU - Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ

Laura Marie Volpert Momme  - gogadehund@gmail.com

GSPSA  - პროგრამის მენეჯერი
+995 557 923 910
dogshelter@gspsa.org.ge

GSPSA - +995 593 322 159
info@gspsa.org.ge

გახდი „დისტანციური პატრონი“,
ეს თქვენთვის და GSPSA-ს მფლობელობაში მყოფი უპატრონო ცხოველისათვის ბედნიერების დასაწყისი იქნება!

თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოდ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" საქველმოქმედო პროგრამაში და გსურთ, რომ გახდეთ GSPSA -ს მფლობელობაში მყოფი რომელიმე ძაღლის "დისტანციური პატრონი", მაშინ გთხოვთ შეავსოთ განაცხადიოს ფორმა და გამოგვიგზავნოთ. GSPSA თქვენი განაცხადის მიღების შემდეგ თქვენთან გააფორმებს შეთანხმებას.

განცხადების ფორმა

შეთანხმება დისტანციური პატრონობის განხორციელების თაობაზე - (ტიპიური ფორმა)

ცხოველების სია და პატრონაჟის გადასახადი - ფორმა N1

ბოლო მონაცემებით:

ამ ეტაპზე GSPSA-ს მფლობელობაშია 94 ძაღლი.

მათ შორის 39  ცხოველს ჰყავს "დისტანციური პატრონი", ხოლო 55 ცხოველი ელოდება გაჩუქებას ან "დისტანციურ პატრონს".

ცხოველები, რომლებსაც არ ჰყავთ დისტანციური პატრონი
(ცხოველის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ არჩეულ ფოტოს)

GSPSA-ს ძაღლები, რომლებიც ელოდებიან "დისტანციურ პატრონს"

ცხოველები, რომლებსაც ჰყავთ დისტანციური პატრონი:

    ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 387482974_1256810758329865_7800735997077035067_n-1024x851.jpg

 This image has an empty alt attribute; its file name is %E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-1024x851.jpeg

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 410975417_7327937200559788_3834911374966026719_n.jpg

 This image has an empty alt attribute; its file name is %E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D-1024x851.jpeg  

 

 

   

 

  

  ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: pamgo-keti-1024x851.jpg

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 3a98c74a-b5ad-4c9c-955e-aacdd6686625-1024x851.jpeg  ტუზიკო

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: kintovano-1024x851.jpg  ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: drunchamaria-1024x851.jpg

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram