GSPSA
 

დისტანციური პატრონაჟი

 

რას ნიშნავს დისტანციური პატრონაჟი?

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები, მაგრამ სურვილი გაგაჩნიათ, რომ  გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთოთ GSPSA-ს „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“.

პროგრამა ითვალისწინებს GSPSA-ს ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში ბინადარი თქვენს მიერ შერჩეული ძაღლის დისტანციურ მეურვეობას, რაც გულისხმობს, რომ თქვენ სიმბოლურად ხდებით კონკრეტული ცხოველის (ძაღლის/კატის)  „დისტანციური პატრონი“. ამ შემთხვევაში თქვენი ცხოველი ბინადრობს GSPSA-ს ცხოველების სოფელში, ხოლო თქვენ უზრუნველყოფთ ყოველთვიურ შემოწირულობას - "დისტანციური პატრონაჟის" გადასახადს ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით.

გაეცანით ძაღლებზე ინფორმაციებს.

პროგრამა არის საქველმოქმედო ხასიათის და ითვალისწინებს ორგანიზაციის ფინანსურ ხელშეწყობას ცხოველთა დასახმარებლად.

ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში საშუალოდ ასამდე ძაღლი ბინადრობს. სოფელში შემოსული ძაღლების უმეტესობა მძიმე ტრავმებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაზიანებებით მიუსაფარი ძაღლებია, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ მოვლა-პატრონობა და უსაფრთხო გარემო და  რომლებიც ვერ დაბრუნდებიან თავდაპირველ ადგილზე. ასეთი ცხოველები მიიღებიან ცხოველების სოფელში და ენიჭებათ მუდმივი ბინადრის სტატუსი.

ცხოველები, რომლებიც მიიღებიან და ბინადრობენ ცხოველების სოფელში, არიან GSPSA-ს ოფიციალურ მფლობელობაში, მაგრამ მათ  სჭირდებათ თავიანთი პატრონი, ამ შემთხვევაში დისტანციური პატრონი, რომელიც დისტანციურად იზრუნებს მასზე და ამით  დაეხმარება ორგანიზაციას ცხოველის საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის.

რა არის საჭირო, რომ ჩაერთოთ პროგრამაში და გახდეთ ძაღლის დისტანციური პატრონი.

ამისათვის საჭიროა:

  • თქვენი სურვილი
  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცხოველებიდან თქვენთვის მისაღები ძაღლის არჩევა:
    სია - ცხოველები, რომლებიც ელოდებიან დისტანციურ პატრონს - https://gspsa.org.ge/category/waiting-guardian-distance/

  • განაცხადის ფორმის შევსება და გამოგზავნა ორგანიზაციისათვის.
განაცხადის ფორმა-GFD
  • ორგანიზაციასთან შეთანხმების გაფორმება
  • ცხოველის შენახვისათვის ყოველთვიური შემოწირულობის (დისტანციური პატრონაჟის გადასახადის) უზრუნველყოფა ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

მომავალ დისტანციურ პატრონს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს ესტუმროს ცხოველების სოფელს და ადგილზე შეარჩიოს ცხოველი.

ცხოველის შერჩევის, განაცხადის შევსების და ორგანიზაციის მიერ დასტურის შემდეგ (ფორმდება შესაბამისი შეთანხმება) პირი ხდება კონკრეტული ცხოველის "დისტანციური პატრონი".

დისტანციურ პატრონს უფლება აქვს ადგილზე მოინახულოს ცხოველების სოფლის ბინადრები, გაეცნოს მათ მოვლა-პატრონობის პირობებს, გაატაროს გარკვეული დრო მის მიერ არჩეულ ცხოველთან და დაეხმაროს ორგანიზაციის მენეჯმენტს სხვადასხვა საქმიანობაში.

ვინ შეიძლება გახდეს დისტანციური პატრონი

„დისტანციური პატრონი“ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი - საქართველოს ან უცხოეთის მოქალაქე, ან იურიდიული პირი.

ერთი ცხოველის დისტანციური პატრონი შეიძლება იყოს ორი, ან ორზე მეტი ფიზიკური პირი, თუ მათ შორის არსებობს შეთანხმება. ერთ პირს უფლება აქვს გახდეს რამოდენიმე ცხოველის დისტანციური პატრონი.

დისტანციური პატრონობის გადასახადი

დისტანციური პატრონობის გადასახადი არის შემოწირულობა, რაც ეხმარება ორგანიზაციას ცხოველებისთვის აუცილებელი ხარჯების მთლიან ან ნაწილობრივ დასაფარავად.

"დისტანციური პატრონაჟის გადასახადის" (შემოწირულობის) ოდენობას ადგენს ორგანიზაცია კონკრეტული ცხოველის ფსიქიკის, ფიზიკური მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

დისტანციური პატრონაჟის გადასახადი თვეში შეადგენს 70, 100, 150 და 200 ლარს. მომავალ დისტანციურ პატრონს პირადი ბიუჯეტის გათვალისწინებით შეუძლია ორგანიზაციას მიმართოს თავისი წინადადებით გადასახადის ოდენობასთან დაკავშირებით.  ამაში მას დაეხმარება პროგრამის მენეჯერი.

"დისტანციურ პატრონს" შეუძლია კეთილი ნებით კონკრეტულ ცხოველზე გადაიხადოს იმაზე მეტი, რაც დადგენილი აქვს ორგანიზაციას.

პატრონაჟის გადასახადი დადგენილია შეთანხმებული პერიოდით ან უვადოდ  ცხოველის ზომის, ფსიქიკის, ასაკის, ჯანმრთელობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

დისტანციური პატრონაჟის გადასახადი შემოწირულობის სახით უნდა გადარიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე და მიეთითოს მიზნობრიობა:  https://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის "დისტანციური პატრონობა“ შეიძლება განხორციელდეს:

  • რამოდენიმე თვით (მაგრამ არანაკლებ 6 თვე)
  • რამოდენიმე წლით
  • უვადოთ, ცხოველის ორგანიზაციის ბინადრობის მთლიანი პერიოდით

„დისტანციურ პატრონს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს იჩუქოს ეს ცხოველი. სხვა პირზე ცხოველი გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია და „დისტანციური პატრონი“ ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

GSPSA ვალდებულია:

  • უზრუნველყოს თქვენთვის დეტალური ინფორმაციის მოწოდება, ფოტო და ვიდეო მასალები არჩეული კომუნიკაციით;
  • გამოგიგზავნოთ „დისტანციური პატრონობის“ სერტიფიკატი;
  • მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ცხოველის შესახებ;
  • დაიცვას შეთანხმების ყველა პირობა.

პროგრამა "დისტანციური პატრონაჟის" კოორდინატორები:

მობ: (ქართულად და ინგლისურად):  +995 557 923 910   +995 557 494 800
WhatsApp: +995 557 923 910   +995 557 494 800
ელ. ფოსტა: dogshelter@gspsa.org.ge
Laura Marie Volpert Momme  - gogadehund@gmail.com


ააიპ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" -GSPSA

GSPSA-ს მთავარი ოფისი:

+995 593 322 159
info@gspsa.org.ge

გახდი „დისტანციური პატრონი“,
ეს თქვენთვის და GSPSA-ს მფლობელობაში მყოფი უპატრონო ცხოველისათვის ბედნიერების დასაწყისი იქნება!

თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოდ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" საქველმოქმედო პროგრამაში და გსურთ, რომ გახდეთ GSPSA -ს მფლობელობაში მყოფი რომელიმე ძაღლის "დისტანციური პატრონი", მაშინ გთხოვთ შეავსოთ განაცხადიოს ფორმა და გამოგვიგზავნოთ. GSPSA თქვენი განაცხადის მიღების შემდეგ თქვენთან გააფორმებს შეთანხმებას.

განაცხადის ფორმა-GFD

შეთანხმება დისტანციური პატრონობის განხორციელების თაობაზე - (ტიპიური ფორმა)

ბოლო მონაცემებით:

GSPSA-ს მფლობელობაშია 91 ძაღლი .

  • მათ შორის 42  ცხოველს ჰყავს "დისტანციური პატრონი"
  • 49 ცხოველი ელოდება გაჩუქებას ან "დისტანციურ პატრონს".

თუ თქვენ გნებავთ, რომ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ძაღლებზე, რომლებსაც არ ჰყავს დისტანციური პატრონი, გახსენით ბმული:

https://gspsa.org.ge/category/waiting-guardian-distance/

დისტანციური პატრონის მოლოდინში

ინფორმაცია ძაღლებზე (ისტორია, ფოტო-ვიდეო)

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: baneri-dist-patr-molod-1024x305.jpg

 

ცხოველები, რომლებსაც ჰყავთ დისტანციური პატრონი

   ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 387482974_1256810758329865_7800735997077035067_n-1024x851.jpg

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 722da9f0-f1e1-44c9-8a07-e1192a64f1d4-1-1024x851.jpg    ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: c467365f-c46f-426a-8d95-e6df0c56a0ec-1024x851.jpg

 This image has an empty alt attribute; its file name is %E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-1024x851.jpeg  

 

 This image has an empty alt attribute; its file name is boncho@qeti.jpg

This image has an empty alt attribute; its file name is %E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D-1024x851.jpeg

 

 

   

  ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: pamgo-keti-1024x851.jpg

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 3a98c74a-b5ad-4c9c-955e-aacdd6686625-1024x851.jpeg  ტუზიკო

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: kintovano-1024x851.jpg  ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: drunchamaria-1024x851.jpg

 This image has an empty alt attribute; its file name is LISANIKA-1024x851.jpg

 

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: %E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90-1024x851.jpeg 

 

დისტანციური პატრონაჟი

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram